პლაზმოლიფტინგი

      პლაზმოთერაპია არის კანის გაახალგაზრდავებისა და ლიფტინგის ინოვაციური ტექნიკა პაციენტის თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის გამოყენებით. პროცედურა არის ჰიპოალერგიული, ინექციის შემადგენლობა მზადდება პაციენტის სისხლის პლაზმისაგან, მინარევების გარეშე.  კურსი მოიცავს 3-5 პროცედურას, 10-14 დღიანი შუალედით. პლაზმოთერაპიის შედეგად:
-უმჯობესდება კანის სტრუქტურა, იგი იძენს თანაბარ ტონს და  ხდება ელასტიური
-ივსება მიმიკური ნაოჭები
-უფერულდება პიგმენტური ლაქები
-აღდგება სახის ოვალი
-ჩერდება თმის ცვენა
-ხდება კანის რეგენერაცია და გაახალგაზრდავება
-უფერულდება შავი უპეები
-მცირდება გამონაყარი
-მცირდება ფორები

გააზიარე: