ანტიცელულიტური მასაჟი

კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი წარმოადგენს ცელულიტისგან გათავისუფლებისა და სხეულის კორექციის საუკეთესო საშუალებას. მანუალური ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს კანში ლიპოიდური ბორცვაკების გაქრობას ქირურგიული და აპარატული მეთოდების გამოყენების გარეშე.
ანტიცელულიტური მასაჟი პრობლემურ ზონებზე კეთდება და ინიშნება სპეციალისტის მიერ 8-15 პროცედურა პრობლემიდან გამომდინარე.

ანტიცელულიტური მასაჟის შედეგად:
1. უმჯობესდება მიკროცირკულაცია, რაც, დროთა განმავლობაში, უზრუნველყოფს პრობლემურ ზონებში ცელულიტის დარბილებას და შემდგომ მის შემცირებას.
2. გამომდინარე იქედან, რომ ცელულიტის განვითარების ზონებში ლიმფის დინება შეზღუდულია და ლოკალურ შეშუპებასაც აქვს ადგილი, ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს ამ შეშუპების მოხსნას, გათხევადებული ცხიმის, შლაკებისა და ტოქსინების (ცელულიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი) გამოდევნას პრობლემური ზონებიდან.

გააზიარე: