პლაზმოთერაპია

სახის კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი უნიკალური პროცედურაა, რომელიც მიიღწევა ორგანიზმის საკუთარი რესურსების გამოყენებით. გამოიყენება თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა, რომელიც მდიდარია  ვიტამინებით, მინერალებით, ფერმენტებით, ჰორმონებით, ზრდის ფაქტორით, რაც უზრუნველყოფს ანგიოგენეზს, უჯრედშორისი მატრიქსის რემოდელირებას, უჯრედის პროლიფერაციას, დიფერენცირებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი რეზისტენტობის, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას და იმუნიტეტის გაზრდას. კანქვეშ პლაზმის შეყვანის შედეგად ხდება ელასტინის, კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავება.

 არ აქვს ასაკობრივი და სქესობრივი შეზღუდვები, პროცედურის რაოდენობა განისაზღვრება ჩვენებიდან გამომდინარე, მაგრამ საშუალოდ შედგება 1-3 პროცედურისგან, 7-10 დღიანი ინტერვალით,  პროცედურის ხანგრძლივობაა 30-40 წუთი. არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კეთდება  თავის თმიან ნაწილზე, სახეზე, ყელზე, დეკოლტეზე, ხელებზე.

მეტი ეფექტურობისთვის შესაძლებელია ჩატარდეს სხვა პროცედურებთან ერთად, როგორიცაა ქიმიური პილინგი,  ლაზერული პილინგი, ფრაქსელი, თერმაჟი და სხვა.

 ჩატარების ჩვენებებია : ასაკობრივი ცვლილებები, პიგმენტური ლაქები, სახის ოვალის აღდგენა, კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, აკნე, პოსტაკნე, თმის ცვენის შეჩერება, გაჯანსაღება, რეგენერაცია, აღდგენა, გაახალგაზრდავება.

პროცედურის  ჩატარების უკუჩვენებებია : მწვავე ინფექციური,  სისტემური და სისხლის დაავადებები, ალერგიული აუტანლობა ანტიკოაგულანტებზე, სისხლის შედედების დარღვევა, ორსულობა და ლაქტაცია.

პროცედურის ჩატარებამდე მიზანშეწონილია ანამნეზის შეკრება, სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება. პროცედურის დაგეგმვა რეკომენდირებულია დილის საათებში  და პროცედურამდე მიზანშეწონილია  სწორი კვება. 

პლაზმის უნარი, გაამდიდროს კანი თრომბოციტებით და უჯრედულ დონეზე გააქტიუროს რეგენერაციის პროცესები, პლაზმოტერაპიას ხდის შეუცვლელს.

 

დამატებითი ინფორმაციისთის დაგვიკავშირდით:

568 818 909

0 32 2 14 72 70

მის:  თბილისი, კოსტავას 67 

ელ.ფოსტა aesthetic.eac@gmail.com

გააზიარე: