მეზოძაფები

მეზოძაფები არის ქირურგიული ძაფები, რომლის გაწოვაც ორგანიზმში მოხვედრიდან 6-8 თვის შემდეგ ხდება. მეზოძაფების კანში მოხვედრის შემდეგ, მათ გარშემო კოლაგენი წარმოიქმნება. სწორედ კოლაგენის ხაზების შედეგად ხდება კანის განმტკიცება და ელასტიურობის შენარჩუნება. ეს არის თმის ღერის სისქის პოლიდიოქსანონის ძაფი, რომელიც როგორც კარდიოქირურგიაში, ისე პედიატრიაშიც გამოიყენება. ძაფები მოთავსებულია გამტარ ნემსებში, ნემსის საშუალებით, ვათავსებთ დერმაში და უკვე ნემსის გამოღების შემდეგ, ძაფი კანქვეშ რჩება. პროცედურის დამთავრების შემდეგ, მექანიკური მოქმედების საშუალებით, ლიფტინგის რბილი ქსოვილების აწევის ეფექტი მაშინვე ჩანს, მაგრამ ყოველი თვის შემდეგ, თანდათან უმჯობესდება. უკვე 6-8 თვის შემდეგ, გაიწოვება ძაფი და იშლება წყლად და ნახშირორჟანგად. სწორედ მის მიერ წარმოქმნილი კოლაგენის ხაზები განაპირობებს შემდეგ კანის სიმტკიცესა და ლიფტინგს, ანუ აქაჩვას.

 

ეს პროცედურა პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივად ითვლება და აქვს შემდეგი უპირატესობები: ნაკლებად ინვაზიურია, ანუ არ არის მტკივნეული, იმდენად უმტკივნეულოა, რომ ანესთეზიის საჭიროება არ დგას, მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია შეიძლება გამოვიყენოთ, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. ასევე, არატრავმატულია – პროცედურით გამოწვეული შეშუპება ორ კვირაში ლაგდება. დავუშვათ, თუ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი 6 თვე გრძელდება, ტრედ ლიფტინგის დროს, სახლიდან  გასვლა პროცედურიდან მეორე დღესვე შეგიძლიათ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მეზოძაფებმა მრავალი ქალბატონის დაინტერესება გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ  თავად პროცედურა ძალიან ცოტა დროს საჭიროებს – მაქსიმუმ 1 საათს.

გააზიარე: