პერმანენტული მაკიჟი

პერმანენტული მაკიაჟი გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ტუჩის, წარბის, ქუთუთოს ფერი და ფორმა, გავასწოროთ ასიმეტრია,  ან დავფაროთ დეფექტები ჩამოთვლილ ზონებზე.
პერმანენტული, ანუ კონტურული მაკიაჟი მარტივი გამოსავალია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ყოველ დილით სარკის წინ გარკვეული დროის გატარება. ეს პროცედურა ტატუაჟის ნაირსახეობაა. პერმანენტული მაკიაჟის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ დროს შეუდარებლად გამოიყურებოდეთ.

პროცედურის ჩატარებიდან ერთ თვეში პიგმენტის დასაფიქსირებლად საჭიროა დამუშავებული ზონის კორექცია. მიღებული ეფექტი კი სამ წლამდე ვადით რჩება. ვინაიდან პიგმენტი მინერალური წარმოშობისაა, ეფექტის გასვლის შემდეგ ის გაფერმკრთალდება და შემდეგ სრულად გაიწოვება. თუმცა, ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმზე, იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს პიგმენტს კონკრეტული კანი.

 პროცედურის გაკეთება არ შეიძლება:

— ძლიერმოქმედი მედიკამენტების მიღების დროს;

— სერიოზული დაავადების, მაგალითად, ჰეპატიტის, დიაბეტის დროს;

— ორსულობის, ან ძუძუთი კვების დროს;

— მენსტრუალური ციკლის დროს.

#Eac გთავაზობთ პერმანენტული მაკიაჟის სრულ სპექტრს:

1. წარბის აპარატურული დაფერვა

2. წარბის მიკრობლეიდინგი

3. შეიდინგი

4. ტუჩის დაფერვა კონტურით

5. ტუჩის კონტური და ომბრე დაფერვა 

6. ტუჩის კონტური

7. თვალის ლაინერი

 

 

გააზიარე: