მხარ-კისრის სინდრომი

ხშირად გიწევთ სმარტფონის ან კომპიუტერის გამოყენება?

მოცემული კითხვა ნამდვილად რიტორიკულია, რადგან დღეს თითქმის ყველა ამითაა დაკავებული. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა არასასურველი შედეგი სახელწოდებით „კომპიუტერული კისრის სინდრომი“, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ნორმალურ პირობებში, ჩვენს ხერხემალს აქვს 3 ფიზიოლოგიური ნადრეკი : კისრის, გულმკერდისა და წელის. კისრის ნაწილი ყველაზე მოძრავია და არ არის გათვლილი დიდ დატვირთვაზე, თუმცა ზუსტად მასზეა დამოკიდებული ტვინის სისხლმომარაგება და კვება.

რა ხდება კომპიუტერული კისრის სინდრომის დროს?

როდესაც თავი მუდმივად წინ არის წამოწეული, მისი წონა უფრო ძლიერად აისახება კისრის კუნთებსა და მალებზე, კერძოდ კისრის პირველი მალა „ატლასი“ და მეორე მალა „აქსისი“ ზიანდება და იზღუდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა. ასეთი დატვირთვის დროს სახსრებიც ვეღარ მოძრაობენ სწორად, რადგანაც განიცდიან ძლიერ ტკივილს. ამას ემატება ისიც, რომ კისრის კუნთები იძაბება და ხდება მათი ჰიპერტროფირება, რაც იწვევს თავბრუსხვევას, თავისტკივილს, უსიამოვნო შეგრძნებას კისრის არეში და ჰიპერტენზიას. ასეთი ხანგრძლივი დაძაბულობის გამო იცვლება კუნთების სტრუქტურა ,რის შედეგადაც ტკივილი გადაეცემა დანარჩენ კუნთებს.

პრობლემა ამით არ სრულდება, ორგანიზმის მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პრობლემას, მიდის იქამდე, რომ გამრუდება გადაეცემა ხერხემლის გულ-მკერდის ნაწილს, ზურგის კუნთები მოკლდებიან და იძაბებიან/ გრძელდებიან და დუნდებიან. იწყება ზურგის ტკივილი და თავს იჩენს გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. მკერდის, მხრებისა და ხელების კუნთებზე მიღებული დატვირთვა არასწორად ნაწილდება. შედეგად, პრობლემა გადაეცემა მთლიანად ხერხემალს.

ჩივილები:

თავის ხშირი ტკივილი

მუდმივი დისკომფორტი/ტკივილი ზურგის არეში (განსკუთრებით დღის მეორე ნახევარში)

გადაჭრის გზა:

პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ მასაჟი არ არის საკმარისი. მასაჟს შეუძლია მოახდინოს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ ვერ აღმოფხვრის პრობლემის გამომწვევ მიზეზს.

„კომპიუტერული კისრის სინდომისგან“ საბოლოოდ გასათავისუფლებლად, საჭირო იქნება ფიზიკური(სამკურნალო) ვარჯიში და ცხოვრების სტილის შევცვლა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება.

რეკომენდაცია:

იმისათვის ,რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ პრობლემისგან გამოწვეულიი ზიანი საჭიროა ვივარჯიშოთ დღეგამოშვებით სამკურნალო ფიზიკური ვარჯიშებით, რომელსაც დაგინიშნავთ მასაჟის სპეცილისტი. ამასთანავე, საჭიროა დღეგამოშვებით ჩატარდეს მასაჟი, აქცენტით პრობლემურ ზონებზე.

დამადებითი კითხვების შემთხვევაში, „ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი“ გავაზობთ უფასო კონსულტაციას მასაჟისტ-რეაბილიტოლოგ ანა სოსელიასთან.

 

📱568 818 909

☎️ 032 2 14 72 70

📍 საბურთალო, კოსტავას 67

🌐 https://euaesthetic.ge/

გააზიარე: